გაგვწირეს და ახალგორის მუნიციპალიტეტი რუსებზე გაყიდეს – გელა შერმადინი 2008 წლის მოვლენებზე

გაგვწირეს და ახალგორის მუნიციპალიტეტი რუსებზე გაყიდეს – გელა შერმადინი 2008 წლის მოვლენებზე
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის საკითხები განიხილება.
სხდომაზე 2008 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი გელა შერმადინი საუბრობს. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შერმადინს კითხვით მიმართა, თუ „როგორია განწყობა ახალგორის მაცხოვრებლებში, რომლებიც დევნილები არიან, როგორ აფასებენ ამდენი წლის მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ახალგორელების წინააღმდეგ გადადგმულ არა ერთ ნაბიჯს?“, რაზეც გელა შერმადინმა განაცხადა, რომ მოსახლეობა აღიქვამს, რომ ისინი გაწირეს და ახალგორის მუნიციპალიტეტი რუსებს ჩააბარეს. „ყველა აფასებს ისე, რომ ჩვენ გაგვწირეს. ახალგორის მუნიციპალიტეტი ჩააბარეს და გაყიდეს რუსებზე. ასე აღიქვამს ყველა ჩვენი მოსახლეობა. ამ შეფასებასთან [ერთსულოვნებაა], 70 პროცენტიანი შეფასებაა ასეთი“- განაცხადა გელა შერმადინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ