მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამაღლობელზე: შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი

შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4 – დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს.
მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ. ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები – შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს. “რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” .
მიუტევეთ და მოგეტევებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: პრემიერის ეპოქალური გამოსვლა უნგრეთში,, სამართლიანი დაჭერები , “ახალი სისხლი” ძალოვან უწყებებში, რეორგანიზაცია სამინისტროებში იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დიდი წმენდა დაიწყო!

გიორგი რუხაძე – კარგია, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ბრუნდება, თუმცა არ მგონია, სენატორ დეინსის ვიზიტი იყოს ივანიშვილის ელჩთან შეხვედრის ალტერნატივა, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლებისთვის რუბიოს გზავნილის გადაცემა