ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არის ნულოვანი, მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი

ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არის ნულოვანი – მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი – ასეთი მხარდაჭერის პირობებში არავითარი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, იმდენად არის ყველაფერი მოშლილი რადიკალურ ოპოზიციაში, რომ თავად ოპოზიციის ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას.
„თვითონ ოპოზიციური პარტიები არის საერთოდ მოშლილი და ამას ყველა ხედავს. შიდა დაპირისპირებებიც აქვთ უკვე. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს არის ნულოვანი. დღეს მაგალითად, 150 ქართველი ხალხია გამოსული რუსთაველის გამზირზე. ასეთია მათი მდგომარეობა. სუხიშვილების ანსამბლის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო სუხიშვილი გამოვიდა სცენაზე და მარტივი რაღაც თქვა – მამული, ენა, სარწმუნოება და იქ მე არ ვიცი, რა კონტინგენტი იყო წარმოდგენილი, მაგრამ მას დაუსტვინეს – მამული, ენა სარწმუნოებას დაუსტვინეს. ეს უბრალოდ გადახვევა. რაც შეეხება საერთო სურათს – საერთო სურათი არის ის, რომ მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე, ირონიით არ ვამბობ ამას, გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უწოდებენ ამას. გუშინ იყო 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში არავითარი რესურსი არ აქვს ოპოზიციას. თვითონ ოპოზიციის პარტიული ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას, იმდენად არის ყველაფერი მოშლილი რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები