ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მთავარი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მთავარი. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს განუხრელად დაცული.

აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე თუ არამცირე, ეს ცალკე საკითხია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, და მის ხელმძღვანელს, ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო სამართლის აღსრულება.

რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა – ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია