28 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისისა და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ს (ნაწილობრივ), ორთაჭალის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, საბურთალოს და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, IVა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, შენგელიას, ონის და რეზო გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?! ეს თავისით არ ხდება და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას

გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე