რუსეთმა ხერსონის სარკინიგზო სადგური დაბომბა, დაღუპულია პოლიციელი – უკრაინის შსს

რუსულმა სამხედრო ძალებმა, ქალაქ ხერსონის სამხრეთით, სარკინიგზო სადგური დაბომბეს. როგორც სააგენტო Reuters-ი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, დაღუპულია ერთი პოლიციელი.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევისას, სადგურზე 140-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცველი სწორედ მოქალაქეების ევაკუაციის დროს დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ