“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს სტუდენტის!” – ნენსი ვოლანდი

ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურა სტუდენტის და “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს.
“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს. სტუდენტის!” – წერს ნენსი ვოლანდი.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხი ერთ-ერთ კაფეში, თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა – ადგილზე აქტივისტები მივიდნენ – შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა ს მონებს… ძირს ს მონები”. ლაშხის საჩივრის საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობასაც ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს – ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს

ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია