“ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ნულოვან ნიშნულზეა” – ხიდაშელი

“ქართულ-ამერიკული ურთიერთოა ნულოვან ნიშნულზეა”, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამერიკის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება. ხიდაშელის განმარტებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები რომ სხვა ვითარებაში იყოს, ანგარიში გაცილებით ვრცელი იქნებოდა და მასში პარტნიორი რუსული გავლენების განეიტრალების გზებსაც აღწერდა.
“წესით, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ის სამი ხაზი, რომელიც დღეს საქართველოს ეძღვება, სხვა ვითარებაში რომ იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იქნებოდა ორი, სამი გვერდი და იქ ჩამოწერილი იქნებოდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ საფრთხეების ჯერ პრევენციისთვის, შემდეგ, თუ მაინც საფრთხემ მოიმატა, ნეიტრალიზებისთვის, საფრთხის თავიდან არიდებისთვის რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რასი უნდა დაეხმაროს ამერიკული მხარე, სად შეიძლება, ჩაერთოს ნატო, სად შეიძლება, ჩაერთოს ევროკავშირი. აღარაფერი ეს დოკუმენტში აღარ არის, იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის ნულოვან მდგომარეობაში და უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რუსული საფრთხეების ზღვარმა ყოველგვარ დასაშვებ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა, არის მომატებული, არის აგრესია სახეზე და აბსოლუტურად დაუფარავი. მაგრამ, აღარაფერი წერია ამ დოკუმენტში იმაზე, აი, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, შესაჩერებლად, გასანეიტრალებლად რა უნდა გააკეთოს საქართველომ”, – ამბობს .
-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოქტომრბის საპარლამენტო არცევნების შემდეგ “ოცნებამ” შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ქვეყანაში გავლენების გაძლიერების საშუალებას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს