ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი პარტია ნებისმიერი შემდეგი სთვის ემზადება.
ამის შესახებ გახარიამ დღეს, 27 მაისს, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გახარიას არ დაუკონკრეტებია გულისხმობს თუ არა ის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობაზეც ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობა მდგომარეობს პირველ რიგში საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ და საქართველოს თითოეული მოქალაქეს პირდაპირ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი გაახარებს მხოლოდ საქართველოს მტრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.