მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება – თბილისის მერიის ინიციატივით, “თბილისის განვითარების ფონდი” პროექტს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს

თბილისის მერიის ინიციატივით, “თბილისის განვითარების ფონდი” მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე განხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. პროექტის ფარგლებში კი რეაბილიტირდება ქუჩაზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები.
საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ეტაპებზე ჩართულები იქნებიან სათანადო დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც შესაბამისი კვლევის საფუძველზე იზრუნებენ ისტორიული იერსახის დაცვასა და შენარჩუნებაზე.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს, ხოლო ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში