კობახიძის თქმით, ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის პროექტები “აუცილებლად განხორციელდება”

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელი იყო ანაკლიის პორტის ინვესტორთან შეთანხმების უფრო სწრაფად დასრულება, რაც მოლაპარაკების საკითხია.
„არაფერი არ იწელება, სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარკვეული დრო სჭირდება ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, ამ კუთხით შეიძლებოდა, რაღაც უფრო მალე დასრულებულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, მაგრამ ეს არ აფერხებს სამუშაოების წარმართვას. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მომავალში. მოლაპარაკებების საქმეა ეს ყველაფერი“, — განაცხადა მ.
მან ასევე ისაუბრა ნენსკრას, ხუდონისა და ნამახვანის ჰესების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, 2030 წლისთვის ელექტრო ენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს.
„გახსოვთ, რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც მომავალში არ დავუშვებთ. ამ შემთხვევაშიც სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი და არამსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის მიმართულებით ძალიან დიდი რესურსია და ყველა მიმართულებით საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განხორციელება, ასევე მცირე და საშუალო ჰესების თუ ქარის და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობა“, — განაცხადა მ.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ერთი წლის წინ გამოაცხადა, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას