კობახიძის თანახმად, ტრამპის ახლო მოკავშირე რუბიო “დიპ სტეიტის” გავლენის ქვეშ მოექცა

-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის”, – ეს განცხადება დღეს, 27 მაისს გააკეთა ირაკლი მ.
ადრესატის გარეშე გავრცელებულ განცხადებაში კობახიძე გულისხმობს ს ახლო მოკავშირის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელმაც 26 მაისი ქართველ ხალხს მიულოცა, თუმცა არ უხსენებია მთავრობა. კობახიძის თანახმად, ამ განცხადებაში “აშკარად იგრძნობა დიპ სტეიტის გავლენა”.
მ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებას არ დასწრებია აშშ-ის ელჩი .
“დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო, – ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არის არასწორი მიდგომა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს.
„ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს დაყოფა, რაც ხდება, არის არა მარტო ხელოვნური, არა მარტო არასამართლიანი, არის შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ასე მოხდა ეს 26 ოქტომბერს, გასულ წელს, როდესაც 1 მლნ 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მოქმედებს. შეიძლება, ეს ვიღაცას მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი ხელისუფლების შესახებ არის სწორედ ქართველი ხალხის საქმე. რაც შეეხება მილოცვებს, იგივე აშშ-იდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. საბაბი იყო ის, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს“ და ამას უკავშირდება ის აქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არასწორი და აროგანტული დამოკიდებულებაა.
“აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. „დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა და ბრძოლა მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. [მარკო რუბიოს] განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ვიტოვებ იმედს, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. “, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მიულოცა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე.
ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.
„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ ს წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
„ოცნებას“ ამ ბრალდების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს, ვინ არის “გლობალური ომის პარტიის” ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” გლობალური ომის პარტიას სახელი გადაარქვა და მას დიპ სტეიტი უწოდა.
· „ოცნებამ“ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთის გავლენას აძლიერებს — აშშ-ის სამხედრო დაზვერვა
· კობახიძეს ჰკითხეს, გაცვალეს თუ არა ბაჩიაშვილი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში
· ქართველი ხალხის სიყვარული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია – რუბიო