აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო – რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას – „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში გაზარდოს თავისი გავლენა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ (DIA) მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა რომელშიც, საქართველოზეც არის საუბარი.
, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
უწყება სომხეთში არსებულ სიტუაციასაც აფასებს და ხაზს უსვამს, გასულ წელს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა.
„სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.