პეტერბურგი -სოხუმის ავიამიმოსვლა განიხილება – აფხაზური მხარე

აფხაზეთი რუსეთის ავიახაზების წარმომადგენლებთან განიხილავს სოხუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას სანქტ-პეტერბურგიდან, — ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტი-ს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ განუცხადა.
„განხილვის ეტაპზეა კიდევ რამდენიმე ქალაქი — სანქტ-პეტერბურგი, ხანტი-მანსიის ავტონომიური ოკრუგი და რამდენიმე სხვა ქალაქი, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონები, მინერალურე წყლები და გროზნი“, — განაცხადა მიქვაბიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი ვადების დასახელება ნაადრევია, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლება ზოგადად ელოდება მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას სოხუმის აეროპორტში სეზონის ბოლომდე.
სოხუმის აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ 2025 წლის პირველ მაისს გაიხსნა. აფხაზეთში პირველი რეისი კომპანია „ЮВТ аэро“-მ მოსკოვიდან შეასრულა. გასულ კვირას რუსეთის ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ (Росавиация) რუსულ ავიაკომპანიებს ახალი ნებართვები მიანიჭა ყაზანიდან, უფადან და ნალჩიკიდან აფხაზეთში პირდაპირი რეისების შესრულებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება