არგენტინაში ინფლაცია რეკორდულად, 161%-მდე გაიზარდა

არგენტინაში წლიური ინფლაციის დონემ ნოემბერში 161%-ს მიაღწია, რაც მოსალოდნელზე სწრაფი და ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია მიმდინარე წელს.
ეს მონაცემები ინფლაციის პირველი შედეგებია მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და პირობა დადო, რომ არგენტინის ეკონომიკის დაღმასვლას, მაღალ სამომხმარებლო ფასებსა და სიღარიბეს შეაჩერებდა.
მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ინფლაცია მომდევნო თვეებში კიდევ გაიზრდება, რადგან მილეს მთავრობამ სამთავრობო დანახარჯების შემცირების და არგენტინული პესოს 54%-ით გაუფასურების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ღონისძიებები საბოლოოდ დაასტაბილურებს ეკონომიკას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისშია.
Reuters-ის ინფორმაციით, თვიური ინფლაცია ნოემბერში 12.8%-ს შეადგენდა და ეს ოქტომბრის 8.3%-იანი ზრდიდან მკვეთრი ნახტომი იყო.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2023 წელს, არგენტინის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც განპირობებულია მაღალი ინფლაციითა და სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებლით, რომელიც 40%-ს აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ