„ოცნებამ“ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთის გავლენას აძლიერებს — აშშ-ის სამხედრო დაზვერვა

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ (DIA) გამოაქვეყნა გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„რუსეთს თითქმის უეჭველად გამიზნული აქვს საქართველოს დაბრუნება თავის გავლენის სფეროში. ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, — ნათქვამია ანგარიშში.

კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების შეფასებისას, ანგარიშში საუბარია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესებაზე და ნათქვამია, რომ სომხეთი დაიმუქრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით, ხოლო მოსკოვმა გამოიყენა საინფორმაციო ოპერაციები სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ DIA-ს ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას სისულელე უწოდა.

„ეს არის სრული სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი?! ასეთი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიფ სთეითის“ გავლენებზე“, — განაცხადა მ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ