2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა მითხრა, თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო, ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები, გეგმას ამზადებენ-მეთქი – ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი შეთანხმებულიაო

2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა მითხრა, თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო, ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები, გეგმას ამზადებენ-მეთქი – ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი შეთანხმებულიაო
[2008 წლის] 7 აგვისტოს, 5 საათზე დამიბარა პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა, მაშინ უკვე პოპოვთან კონფლიქტი იყო და ჩოჩიევთან შეხვედრა ვერ მოახერხეს და ასე მითხრა, რომ ახლა მეც განცხადებას ვაკეთებ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, იქნებ თქვენც გააკეთოთ მიმართვა იმ ოსების მიმართ. თუ კიდევ დღეს რამე დარღვევა მოხდება, ეგრევე უნდა შევიდეთო [ცხინვალში], – ამის შესახებ 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ სწორედ ქართველების ცხინვალში შესვლას ელოდნენ რუსები და მათ გეგმაც ჰქონდათ, ქართული ჯარის შესვლის შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, მაშინდელი პრეზიდენტისგან მიიღო პასუხი, რომ უკვე ყველაფერი შეთანხმებული იყო.
“ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები-მეთქი, რომლებიც ამზადებდნენ გეგმას, ქართული ჯარი რომ შევა, რა უნდა გააკეთონ იქაურებმა. რუსები ამას ცდილობენ და ზუსტად ასე ვუთხარი. [სააკაშვილმა მიპასუხა] ყველაფერი შეთანხმებულია უკვე, ნუ გეშინიაო. ვიცოდი, რომ რუსები ამზადებდნენ ოსებს, შეიარაღებულ ძალოვნებს. რუსები იძახდნენ, ქართული ჯარისკაცები და ტანკები რომ შემოვლენ, ამ ადგილზე უნდა იყოთ. ერთი დღე გინდათ თქვენ რომ აქ იომოთ და მერე ჩვენც ჩამოვალთო.” – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება