“ყველაზე ლოგიკური ვერსია.
სავარაუდოდ ბაჩიაშვილი გაცვალეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში.
დარწმუნებული ვარ, Vip ზონებით და კერძო თვითმფრინავით (რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს რომ ენახა) ემირატებმა ჩაიყვანეს ბაქოში და გადასცეს აზერებს.
აზერბაიჯანმა კი დასვა “მწვანე ზოლში”.
აფგან მუხთარლი ოღონდ უკუღმა.
ნუ, იმის ვისაც გჯერათ რომ პირობითად დუბაიში გაქცეული და მყოფი კაცი სადახლო-წითელ ხიდს შორის მონაკვეთზე “აბირჟავებდა”, თქვენზე ყველაფერი ალალი იყოს.
ემირატებს რად უღირდათ თუნდაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საკუთარი კანდიდატი რეპუტაციულ დარტყმად – ეგ მათი საქმეა.
შეიძლება ემირატებს დაპირდნენ რომ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, მათზე არავის ეფიქრა და ახლა იმათ ხომ არ იციან, რა დებილური განცხადება შეიძლება გამოდოს რომელიმე ქართულმა უწყებამ. ამ შემთხვევაში სუს-მა.
უამრავი ჭორაობა იქნება ამ თემაზე, მაგრამ სხვა ვერსიები რამე ლოგიკაში არ ჯდება.
ისე კი, ემირატებში და ზოგადად ისეთ ქვეყნებში,სადაც 1 ადამიანზე 2 ვიდეოკამერა და 0.5 შეიხი მოდის მოდის, გაქცევა ვისაც მოგინდებათ, შემიძლია უკეთესი ქვეყანა მიგასწავლოთ.
დიდი, მზიანი, მეტ-ნაკლებად კორუფციით, მაგრამ ნორმალური სასამართლოთი, სადაც ადვილად ჩაიკარგებით და არავინ არავის გადაგცემთ – 210 მილიონიანი ბრაზილია, სადაც 210 მილიონ 1 იქნებით. დაბადების მოწმობასაც კი აიღებთ თუ რამე”, – წერს სოციალურ ქსელში „ბროლის ბუს“ მფლობელი თამაშში: „რა, სად როდის?“ ზურაბ ფარჯიანი.