შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე, “ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, სამართალდამცავებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რა დროსაც ლუკა ნაცვლიშვილი ადგილზე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ლუკა ნაცვლიშვილის მხარდასაჭერად და სამართალდამცავების მხრიდან განმარტებების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები ს პოლიციის მესამე განყოფილებასთან მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს