„ვიმედოვნებთ, ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას” – პაპუაშვილის შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან

“ვიმედოვნებთ, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადავიდეთ,”- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან, კლაუდია არპასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“მადლობელი ვართ, რომ ავსტრია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია. ასევე, უაღრესად ვაფასებთ საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადავიდეთ. მივესალმებით ავსტრიის განვითარების სააგენტოს მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში, ვაფასებთ წარმატებულ პროექტებს სოფლის მეურნეობის ადა გარემოს დაცვის სფეროებში და მოხარულები ვართ, რომ საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება,”- თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს