ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად ევროკავშირი თქვენს გვერდით კვლავ მტკიცედ დგას“, – წერს მარტა კოსი.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.




