“დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს პრაგმატულ პოლიტიკას, რათა ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა” – კალაძის განცხადება

“დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს პრაგმატულ პოლიტიკას, რათა ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც თავისი უგუნური პოლიტიკით მოგვიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. გაუბედურებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, სოფლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა – ეს მივიღეთ. დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რათა ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. მშვიდობის შენარჩუნება გვაძლევს ეკონომიკურად გაძლიერების შესაძლებლობას. ეკონომიკურად ძლიერი საქართველო შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი აფხაზი, ოსი ძმების დაბრუნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელობას ეხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები