“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” – თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც იმართება

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს – ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით საკუთარი სათქმელის დაფიქსირება გადაწყვიტეს.

“საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა 1918 წლის 26 მაისს”; “ანწუხელიძე ჩვენით იამაყებდა” – ამ შინაარსის ბანერები გაშალეს შეკრებილებმა ტერიტორიაზე და პარალელურ რეჟიმში სკანდირებენ – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

ამასთან, სტუდენტებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ადგილზე მზია ამაღლობელის სიტყვებისგან გაკეთებული ბანერიც გაშალეს, სადაც წერია – “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი