ამბასადორიალზე დაბლოკილი პრეზიდენტი | “ოცნება” ისევ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

“ოცნების” ხელისუფლება არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, დააკანონოს და საჯაროდ შეურაცხყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყოველწლიურმა ამბასადორიალმა დღეს ს გარეშე ჩაიარა. საგარეო საქმეთა მინისტრს არც კი უცდია თავის მართლება, ილია დარჩიაშვილმა მკაფიდ გააჟღერა ოლიგარქიული რეჟიმის პოზიცია და პირდაპირ განაცხადა, რომ მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, მიეწვია სახელმწიფოს მეთაური ელჩების კონფერენციაზე, სადაც განხილვის მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ გზაზე მიღწეული შედეგი იყო. პრეზიდენტის დამსხურებაზე ბუნებრივია კონფერენციაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა.