“არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერსებს ხალხი” – ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზეა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ხალხთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ზეიმობს. “პირველების” კითხვის საპასუხოდ, როგორ შეაფასებდა “ოცნების” ლიდერების დღევანდელ განცხადებებს, ამბობს:
“ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერსებს ხალხი, მაინტერესებს ჩვენი ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა აერთიანებს ქართველ ხალხს და დამოუკიდებლობას დაიცავს ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ. საღამოს იქნება ჩემი სიტყვა, 21:00 საათზე, მოგიწოდებთ ყველას, რომ მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში, იმიტომ, რომ ეს განწყობა და ეს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ლორთქიფანიძე: დაგვცინის, როდესაც პროდუქტის ფასს ნახევარი კილოგრამის ღირებულებით ადგენს… დემაგოგიური, იაფფასიანი მეტროლოგია. ალბათ, ბავშვობაშიც კი პურზე არ გაუგზავნიათ გასტრონომში