რუსებმა უკრაინას 364 დრონითა და რაკეტით შეუტიეს

რუსეთმა წუხელ უკრაინაზე 364 დრონისა და რაკეტის გამოყენებით კომბინირებული შეტევა განახორციელა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 9 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო და 288 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Х-101 ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС ტიპის თვითმფრინავიდაბ გაუშვეს, Shahed-სა და სხვა ტიპის 355 დრონით კი უკრაინას რუსეთის და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან შეუტიეს.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ცხრავე ფრთოსანი რაკეტა და 288 დრონი ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალების ცნობით, მტრის საჰაერო დარტყმები 5 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს