სალომე სიმონია: …მხოლოდ გირლანდები, დროშები და ლენტები, წელს, 237 418 ლარი დაუჯდა თბილისის მერიას

“ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 440 890 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა და აქედან 144 126 ბავშვია.
ქვეყანაში, სადაც 700 000-ზე მეტი ადამიანი შემწეობას იღებს და თითქმის მეორე ამდენი – ითხოვს.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 62%-ს ვალი აქვს. მოხუცებს წამლის ფული არ აქვთ და ბავშვებს – ტკბილეულის.
ქოცები 8 მილიონზე მეტს ხარჯავენ 26 მაისის ღონისძიებაში, ცეკვაში, ჭინჭებში და დამოუკიდებლობანას თამაშში.
[ტენდერების საიტზე რაც ჩანს]
მხოლოდ გირლანდები, დროშები და ლენტები, წელს, 237 418 ლარი დაუჯდა თბილისის მერიას,“ – წერს აქტივისტი სალომე სიმონია სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი