მარკო რუბიო: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ ქართველი ხალხის სიყვარული შთამაგონებელია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.

-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ამ ეროვნულ დღეს ქართველ ხალხს მივესალმები.

ჩვენი ერების მეგობრობა და პარტნიორობა უკვე ოცდაათ წელზე მეტია საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტსა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაზეა დაფუძნებული

ამ დღეს ვზეიმობთ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ ქართველი ხალხის სიყვარული შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პარტნიორობის ერთგული რჩება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისაკენ სწრაფვას შეესაბამება, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი