“უკრაინას მხარი საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დავუჭიროთ” | შვედეთის თავდაცვის მინისტრი

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა ს საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დაუჭიროს მხარი.
“შვედეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენა სჭირდება, როგორც თავისთვის, ასევე, იმისთვის, რომ მისი უკრაინაში გაგზავნა შეძლოს, ამისთვის ქარხნების სიმძლავრე უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა იონსონმა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საარტილერიო აღჭურვილობასთან დაკავშირებით ახლა რთული ვითარებაა: “Archer-ის კარგი სამაგრები გვაქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ საბრძოლო მასალა არ იქნება”.