“პუტინს რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს” – ტრამპი

ს მიერ ზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თ “უკმაყოფილოა” და მას “აბსოლუტურად გიჟი” უწოდა.
“მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. რაკეტებს და დრონებს ესვრის უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს რუსეთის დაცემამდე მიგვიყვანს!” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ჟურნალისტების კითხვაზე განიხილავდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას, ტრამპმა უპასუხა: “აბსოლუტურად”.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვაშინგტონის “დუმილი” რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს ამხნევებდა და -ს მოსკოვზე “ძლიერი ზეწოლის” – მათ შორის უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა. რაზეც ტრამპმა დაწერა, რომ ზელენსკი თავისი საუბრით უკრაინას “არანაირ სამსახურს არ უწევს”.
“ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკი არანაირ სამსახურს არ უწევს თავის ქვეყანას ასე საუბრით. ყველაფერი, რაც მის პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის, ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა “ტრამპის”, მე მხოლოდ ვეხმარები დიდი და საშინელი ცეცხლის ჩაქრობაში, რომლებიც უხეში არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო,” – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისის ღამეს, 367 დრონითა და რაკეტით რუსეთის თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. დაშავდა 60-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა – პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის და იარაღის გარეშე რეჟიმი ემხობოდა

გიორგი შარაშიძე – 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილის დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულებაა – ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაედო, ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი

შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს – ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი გახლავთ, რასაც რაღაც მომენტში, თვითონ ბრიუსელიც აღიარებს