რუსებმა ხერსონი დაბომბეს | არის მსხვერპლი

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.