“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იტალიურ კლუბს ვალტერ მაცარი გაწვრთნის. რუდი გარსიას გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივი მედია რამდენიმე ვარიანტზე წერდა, კლუბის პრეზიდენტმა კი – არჩევანი იტალიელ სპეციალისტზე გააკეთა.
ვალტერ მაცარი ნეაპოლურ გუნდს 2009-2013 წლებში წვრთნიდა, სადაც იტალიის თასის გამარჯვებული გახდა. “ნაპოლის” 12 ტურში 21 ქულა აქვს და იტალიის სერია ა-ში მეოთხე ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს