ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.




