ჩეხეთის ელჩი – ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ! გაგიმარჯოს საქართველო!“- წერს ელჩი.