სვეტლანა ტიხანოვსკაია – ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია – გილოცავთ, Sakartvelo! სალომე ზურაბიშვილო!

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია. გილოცავთ, Sakartvelo! სალომე ზურაბიშვილო!“ – წერს ტიხანოვსკაია.