გარდაიცვალა 20 წლის კურიერი მარიამ ჩაჩანიძე, რომელიც ავარიისას 6 თვის წინ დაშავდა

გარდაიცვალა 20 წლის მარიამ ჩაჩანიძე, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში, ავტომობილი დაეჯახა. ის „ვოლტის“ კურიერად მუშაობდა.
როგორც მარიამის დედა, მაია ნადირაშილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, მარიამს ავტომობილი თბილისში, ქსნის ქუჩაზე, იმ დროს დაეჯახა, როცა მოპედით გადაადგილებისას სხვა ავარიას შეესწრო და შემთხვევის ადგილზე გაჩერდა.
მარიამ ჩაჩანიძე ავარიის მომენტიდან კომაში იყო, მისი დედა შვილის სამკურნალოდ ფულს აგროვებდა.
დედამისის თქმით, მარიამი სტუდენტი იყო და კურიერად მუშაობდა, სწავლა დროებით ჰქონდა შეჩერებული და პროგრამირების შესწავლა სურდა.
მარიამ ჩაჩანიძე დედისთვის ერთადერთი შვილი იყო. ის 23 დეკემბერს დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები