“გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ….“ – დაპირისპირება მელიას, გაბუნიასა და დეა მამისეიშვილს შორის

ჟურ­ნა­ლისტ დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლის სტუ­მა­რი “Facebook live”-ში, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია იყო. მათ შეხ­ვედ­რი­სას სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ზე.

გა­ბუ­ნი­ას შე­კი­თხვა­ზე, თუ – “რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია ოპო­ზი­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც გუ­ლით გინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყოს? მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ფიქ­რობ რომ არის ვინ­მე ისე­თი ვი­საც სურს მე­ლია იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?”

დეა მა­მი­სე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ “ოც­ნე­ბის სა­პირ­წო­ნედ აუ­ცი­ლებ­ლად მის­ცემ­და ხმას ნიკა მე­ლი­ას…”

“ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც რა თქმა უნდა ვერ გა­უმკლავ­დე­ბა მე­ლია. ახლა რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს და მე­ლია წა­რედ­გი­ნათ კან­დი­და­ტად მე­რო­ბა­ზე, მე ხმას არ მივ­ცემ­დი. მე­ლია საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებს, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და,” – ასე შე­ა­ფა­სა მ მა­მი­სე­იშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი, რა­საც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის” ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“გა­ბუ­ნია იდი­ო­ტი რომ იყო ვი­ცო­დი,მაგ­რამ მთლი­ა­ნად მავ­ნე­ბე­ლი თუ იყო არ მინ­დო­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა. ამის ლა­ივ­ში გაშ­ვე­ბას, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ერ­თმა­ნეთ­თან გე­სა­უბ­რათ, სა­ხეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დით მა­ინც,” – წერს ნიკა მე­ლია.

აღ­ნიშ­ნულს უპა­სუ­ხა დეა მა­მი­სე­იშ­ვილ­მა: “Nika Melia ჩემს სი­ცო­ცხლე­ში სახე არ და­მი­კარ­გავს, არც კრი­ტი­კულ არხზე მუ­შა­ო­ბი­სას და არც სამ­თავ­რო­ბო არხზე, ყვე­ლა­ზე კარ­გად უნდა გახ­სოვ­დეს ეგ. ჩემს შე­ფა­სე­ბა­ში ფრთხი­ლად, ნიკა. კრი­ტი­კის მიმ­ღებ­ლო­ბა არ არის ცუდი რამე, შე­გიძ­ლია მე­კა­მა­თო და არ და­მე­თან­ხმო, მაგ­რამ, ამ შე­ფა­სე­ბას არას­დროს მი­ვი­ღებ. ყველ­გან სა­უ­ბა­რი შე­მიძ­ლია და ყვე­ლა­ფერ­ზე, ვე­რა­ვინ ამიკ­რძა­ლავს.”

ნიკა მე­ლია: “Dea Mamiseishvili ყვე­ლას­თან სა­უ­ბა­რი რომ შე­გიძ­ლია, ეგ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლია და ამ სა­უბ­რის შე­დე­გად, რომ შენი შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა ასე­ვე ყვე­ლას აქვს. სახე ანა­ხეთ, რო­მე­ლიც ჯობ­და არ გე­ნა­ხე­ბი­ნათ, მავ­ნებ­ლო­ბა გა­ა­კე­თეთ და ახლა ამა­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი­ცა და შე­ფა­სე­ბე­ბიც აი­ტა­ნეთ.

ვინ­მეს თუ თქვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს მრავ­ლისმთქმე­ლი დი­ა­ლო­გი მო­ე­წო­ნა, ალ­ბათ მა­გა­საც და­გი­წე­რენ, ოც­ნე­ბის ად­გი­ლას ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი – იმედ­ზე მოგ­ცემ­დით ეთერს.”

დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი: “Nika Melia იმედ­ზე რომ მნა­ხავ ან ქო­ცებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ჯგუფ­თან, მაგ დღეს ელო­დე შენ. არც მათ ვუ­ჭა­ხუ­ნებ ჭი­ქებს და არც მათ­თან “სხოდ­კე­ბით” გა­მო­ვირ­ჩე­ვი. რა ცუ­დია, ნიკა, ერთი კო­ბა­ხი­ძემ მიხ­სე­ნა სა­ხის და­კარ­გვა და მე­ო­რე შენ. წარ­მა­ტე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ

უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი

მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას