“საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს…” – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელში წერს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღე­ბა და ამას “ვე­ღა­რა­ფე­რი, ვე­რა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟი, გა­რე­დან ამო­რა­ლუ­რი ჩა­რე­ვე­ბი და ემის­რო­ბა ვერ მო­ე­რე­ვა!“.

“ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­აა, ეს ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დია!

მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა – ერის მთა­ვარ სლო­გა­ნად ქცე­უ­ლი ტრი­ა­და!

რამ­დენ სი­კე­თე­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას დღეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს ჰქო­ნია ამ­ხე­ლა ეკო­ნო­მი­კა, ამ­ხე­ლა წინსვლა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში, ამ­ხე­ლა პროგ­რე­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის, სპორ­ტის, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის და სხვა უამ­რა­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მა­ინც, უმ­თავ­რეს­ზე უმ­თავ­რე­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სია – სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რო­გორც დღეს!

ამას ებ­რძვი­ან, ეს აღი­ზი­ა­ნებთ, ეს აც­ლით შანსს, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სხვა, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო აღა­რა­ვის და­ე­მო­ნე­ბა! ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღე­ბა! ჩვენ ეს შევ­ძე­ლით და ამას ვე­ღა­რა­ფე­რი, ვე­რა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟი, გა­რე­დან ამო­რა­ლუ­რი ჩა­რე­ვე­ბი და ემის­რო­ბა ვერ მო­ე­რე­ვა! ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მუ­დამ ვიბ­რძო­ლებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის კი­დევ უფრო ასა­მაღ­ლებ­ლად!

26 მა­ი­სი ჩვე­ნი დღეა!

მე­ა­მა­ყე­ბა რომ ვარ ქარ­თვე­ლი!

მე­ა­მა­ყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა!“,- წერს მდი­ნა­რა­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა