26 მაისს მოქალაქეები ლოზუნგით – “ერთად დამოუკიდებლობისთვის” რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

ლოზუნგით: “ერთად დამოუკიდებლობისთვის” მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

19:00 საათზე შეკრებილებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  მიმართავს.

ასევე, დღის განმავლობაში, 15:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციიდან მარშები, ლექციები, დისკუსიები, გამოფენები და სხვადასხვა აქტივობა.

26 მაისის პროგრამა:

მარშები:

15:00 – “ეს დღე ჩვენია” (საჯარო მოხელეთა პროფკავშირი – კონსტიტუციის 78-ე) მუხლი

რესპუბლიკის მოედნიდან

15:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან

16:00 – პირველი რესპუბლიკის აღლუმი (წინაპრები და სოვლაბი)

რესპუბლიკის მოედნიდან

16:00 – საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია (კულტურის მარში: თეატრი, კინო, არქიტექტურა, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა. კლუბები, სტენდაფები)

ფილარმონიიდან

17:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის მარში (ძლიერი საქართველო) მარჯანიშვილიდან

17:00 – ფედერალისტების მარში

რუსთაველის ძეგლიდან

დისკუსიები და ლექციები

15:30 – ლექცია გრაფ შულენბერგის და პირველი რესპუბლიკის შესახებ

რუსთაველის 21-ში

16:00 – საზოგადოებრივი ასამბლეის ჯგუფები გამართავენ პრეზენტაციებსა და დისკუსიებს

სახვითი მუზეუმის წინ

16:00 – ღია დისკუსია: უნივერსიტეტის როლი სახელმწიფოების შენებაში – ქართული განათლება საფრთხეშია

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის წინ

16:00 – 16:30 – მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის პროგრამის წარდგენა

დისკუსია საქართველოს სოციალ- დემოკრატიული მომავალი “პირველი ნაბიჯები” ეგნატე ნონეშვილის ძეგლთან

16:00 – 17:00 – საპროტესტო აუდიტორია – დისკუსია 26 მაისის მნიშვნელობაზე და წიგნის გათამაშება

პირველი გიმნაზიის წინ

17:00 – დამკვირვებლები – დისკუსია ს გაყალბების თაობაზე

ეროვნული გალერიის წინ

20:00 – სტუდენტური მოძრაობების ინტერაქტიული სესია – განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

პირველი გიმნაზიის წინ

გამოფენები;

15:00 საათიდან – ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობისთვის (კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმა, ეროვნული ფონდი)

გალერეის წინ

– გამოფენა „გვაქვს უთვალავი ფერითა – ჩვენი მემკვიდრეობა” (საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი)

– მზია ამაღლობელის მხარდაჭერის კუთხე და საუბარი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე (მედიის ადვოკატირების კოალიცია- “მედია დამოუკიდებლობისთვის”)

გალერეის წინ

– გამოფენა პირველი რესპუბლიკის დროინდელ ინიციატივებზე (ქიზიყელები)

გალერეის წინ

– გააფერადე საქართველო (თაობები საქართველოსთვის, მხატვრები, ემიგრანტები)

გალერეის წინ

– ინტერაქტიური გამოფენა გმირების ფოტოებით და ბრძოლების ისტორიებით (ქვეყნის სამსახურში)

გალერეის წინ

ს საფრთხის წინაშე (ფედერალისტების გამოფენა)

პირველი გიმნაზიის წინ

– გამოფენა: გრაფი შულენბურგი და საქართველოს პირველი რესპუბლიკა (სტრატეგია აღმაშენებელი)

რუსთაველის 21-ში

17:00 საათიდან – სტუდენტური მოძრაობების ორგანიზებული ღია გამოფენა

ქაშვეთსა და პირველ გიმნაზიას შორის

გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

15:00 საათიდან პირველ გიმნაზიასთან – საბავშვო შემეცნებითი სტენდი მემკვიდრეობაზე და რეწვის გამოფენა (მემკვიდრეობის პლატფორმა, ხალხური რეწვის ასოციაცია)

– წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა აქტივობები ბავშვებისათვის (საქართველოს წიგნის ასოციაცია, გამომცემლები)

– რეწვა და საკვები (მეწარმეების გამოფენა)

– გასართობ-შემეცნებითი გამოფენა-პრეზენტაცია (საფეხნო)

სხვა აქტივობები:

15:00 – “სართული” შეაგროვებს წერილებსა და საჩუქრებს პატიმრებისთვის ქაშვეთთან

15:00 – 16:00 – კინომუსიკის შესრულება ელექტრო ვიოლინოზე

ცისფერ გალერეას და გიმნაზიას შორის

15:00-18:00 – თავისუფლების მოედანი ჩააბარებს ანგარიშს ხალხს. შეგროვდება ხელმოწერები დამოუკიდებლობის აქტზე.

კაფე მუზეუმის წინ

17:10 – დეკლარაციის წაკითხვა და ხელმოწერა (წინაპრები და სოვლაბი)

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან

18:00 – 18:30 – არტისტული მანიფესტები და მუსიკალურ-ლიტერატურული ფლეშმობი (კულტურა დემოკრატიისთვის, საქართველოს პენცენტრი, გამომცემელთა ასოციაცია, საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი)

პარლამენტის წინ

დასკვნითი ღონისძიება:

– 18:30 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება “დამოუკიდებლობის გადასარჩენად”

– 19:00 უცხოელი მეგობრების ვიდეო მოლოცვები

– 19:30 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა.

ღონისძიებები და მარშები ორგანიზებულია “წინააღმდეგობის პლატფორმის”, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების, სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფის მიერ.

“26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ – რუსთაველზე გაცოცხლდება ჩვენი ეროვნული მეხსიერება და თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენ ქართველს გვაერთიანებს ის, რასაც გარდაუვლად დავკარგავთ, თუ რეჟიმი არ შევცვალეთ.

19:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბებით ყველა, ვისაც გვსურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს ბრძოლას შედეგი აქვს და ყოველ დღე, გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება!

შევიკრიბებით ერთად დამოუკიდებლობისთვის!”, – წერია სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.