თუ რადიკალიზაციაზე უარს იტყვიან, მზად ვართ, მათთან ერთად ვიმუშაოთ კონკრეტულ საკითხებზე – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მზადაა, ოპოზიციასთან ერთად, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაზე იმუშაოს. ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ამისთვის ოპოზიციამ რადიკალიზაციაზე უარი უნდა თქვას.
“თავის დროზე, სამუშაო ჯგუფები სწორედ იმ მიზნით შევქმენით, რომ ერთობლივად, საქმიანად გვემუშავა. ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ კეთილი ენება და მიეღო მონაწილეობა საქმიან ფორმატში. მაშინ ეს ქილიკის საგნად გახადეს. აღმოჩნდა, რომ ისინი არ იყვნენ მართლები და შედეგი ამ სამუშაო ჯგუფებმა დადეს. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ, თუკი რადიკალიზაციაზე უარს იტყვის ეს ხალხი, და საქმიანად მუშაობა სურს, მათთან ერთად, საქმიანი ფორმატები შევქმნათ და ერთობლივად ვიმუშაოთ კონკრეტულ საკითხებზე,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!