მთელი რიგი გლობალური პროექტების გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოსთვის ძალიან კარგი ეკონომიკური მომავლისა და სარგებლის პროგნოზირება

მთელი რიგი გლობალური პროექტების გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოსთვის ძალიან კარგი ეკონომიკური მომავლისა და სარგებლის პროგნოზირება
„გვიახლოვდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან 107-ე წლისთავი, თუმცა, რეალურად, ამ ხნის განმავლობაში მის დე ფაქტო დამოუკიდებლობაზე საუბარი, ალბათ, გაგვიჭირდება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, მთელი რიგი გლობალური პროექტების გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოსთვის ძალიან კარგი ეკონომიკური მომავლისა და სარგებლის პროგნოზირება.
„ქვეყნის უახლოეს ისტორიაშიც კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მხოლოდ უკანასკნელ სამ წელიწადში გვიწევს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, ცბიერ და დაუნდობელ იმპერიასთან − „დიფ სთეითის“ სახით. გვიახლოვდება მორიგი 26 მაისი და არანაირი განცდა და შეგრძნება სამართლიანობის აღდგენის იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ქვეყანამ საკუთარი განვითარების პერსპექტივები „ზვარაკად“ შესწირა, დღემდე არ არსებობს. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ახალ ადმინისტრაციაზე, რომელიც „დიფ სთეითთან“ გაცხადებული ბრძოლის მიუხედავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი გმირისა და ამავდროულად, მსხვერპლის − საქართველოს ადგილობრივ და საერთაშორისო მტრებს კვლავ „ეკეკლუცება“.
მიუხედავად ამისა, 26 მაისის დღესასწაულს ვერცერთი მორიგი გაუგებრობა თუ უსამართლობა ვერ დაჩრდილავს. საქართველო დღეს მყარად დგას ფეხზე და ერთგულია თავისი გაცხადებული პრინციპებისა. ვერც საერთაშორისო გეოეკონომიკაში ემუქრება მას რაიმე და სწორედ ამ სადღესასწაულო დღეებში მინდა გავიხსენოთ, ვინ ვართ, სად ვართ და ვის, როგორ, რაში ვჭირდებით. მთელი რიგი გლობალური პროექტების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ჩინეთის ინიციატივა – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, შუალედური სატრანზიტო დერეფანი (Middle Corridor), ენერგეტიკული და ციფრული პროექტები ევროკავშირის და ცენტრალური აზიის მხრიდან, საქართველოს ჩართვის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქვეყნისთვის შემდეგი კონკრეტული ეკონომიკური პრეფერენციებისა და სარგებლის პროგნოზირება:
ტრანზიტიდან შემოსავლების ზრდა, პორტებიდან და რკინიგზებიდან მიღებული შემოსავლები (, , ყულევი, ანაკლიის პროექტი) − აზიასა და ევროპას შორის გადაზიდვების ზრდის ფონზე. აქვეა გასათვალისწინებელი რკინიგზის ტარიფები და კონტეინერული ტერმინალები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და TRACECA. ასევე, საავტომობილო ტრანზიტის გაფართოება აღმოსავლეთის მაგისტრალისა და აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის მეშვეობით;
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა: ჩინეთი, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ყაზახეთი დაინტერესებული არიან საქართველოს ლოგისტიკაში, ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით. მოსალოდნელია ინვესტიციების მზარდი შემოსვლა პორტებში, საწყობებსა და ლოგისტიკურ ჰაბებში;
ენერგეტიკული როლის გაძლიერება − საქართველოს შეუძლია გახდეს ენერგეტიკული სატრანზიტო ქვეყანა და ჩაერთოს TANAP-ის გაზსადენებისა და სამხრეთის გაზის დერეფანში. ასევე, განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი ჰიდრორესურსებიდან. არ დაგვავიწყდეს ახალი ინიციატივაც − „საქართველო–რუმინეთის“ ელექტროგადამცემი კაბელი (Black Sea Energy);
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის განვითარება: მონაწილეობა ევროპა-აზიის ციფრულ დერეფანში, მათ შორის შავი ზღვის ფსკერზე ინტერნეტკაბელის გაყვანაში. ასევე, რეგიონულ მონაცემთა ცენტრის, ან ციფრული სერვისების ჰაბის შექმნის შესაძლებლობა;
საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, საექსპორტო მარშრუტების გაფართოება: შავი ზღვის გარდა, ცენტრალური აზიის, ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით. ექსპორტის ზრდა საკვების, ღვინის, წყლისა და მინერალური რესურსების მიმართულებით;
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ინფრასტრუქტურის, პორტების, ლოგისტიკური ტერმინალების მშენებლობის პროცესში. დასაქმების ზრდა ტრანსპორტის, მომსახურების, ლოგისტიკისა და უსაფრთხოების სექტორებში;
ტექნოლოგიური ტრანსფერი და მოდერნიზაცია, თანამედროვე ლოგისტიკური სტანდარტებისა და ციფრული მართვის დანერგვა − ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან შეთანხმებების ფარგლებში;
გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდა − საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ელემენტი ევროკავშირის, ჩინეთის, თურქეთის და ცენტრალური აზიის გეოეკონომიკურ გეგმებში, რაც აძლიერებს მის პოზიციას სხვა სფეროებშიც (მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში პოლიტიკური რეგულირების მიღწევის თვალსაზრისით).
ეს არის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა და პერსპექტივებისა, რომელიც საქართველოს გახდის პატარა, მაგრამ ღირსებით და თავმოყვარეობით აღსავსე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ და პარტნიორად ახალ მულტიპოლარულ მსოფლიოში, რომელიც მზად არის ერთგულებისა და საიმედოობის ხელი გაუწოდოს მეგობრებს, მაგრამ ამავდროულად, ადეკვატური პასუხი გასცეს მის ყოველ მოწინააღმდეგეს, მათი წონისა თუ „ჩინ-მედლების“ განურჩევლად“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის “მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია”, და თანაც 40 ათასი სანქციის გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის – დასაჯარიმებელი კი არა, “ვირის აბანოშია” შესაგდები