მედია: უკრაინამ ნაწილობრივ გაანადგურა რუსული სამხედრო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა

24 მაისს, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე, იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო მატარებელზე, რომელიც ნავთობით იყო დატვირთული.

სპეცოპერაციის შესახებ დეტალებს სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.

მოძრავ მატარებელზე დრონებით წარმატებული იერიში ტოხმაკ-ფედოროვკას სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

დაზვერვის ინფორმაციით იერიშის შედეგად განადგურებულია მინიმუმ 3 ნავთობით დატვირთული ცისტერნა.

“საოკუპაციო ძალების სარკინიგზო მომარაგება ანექსირებული სა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე დროებით შეჩერებულია”. – წერია სადაზვერვო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა – თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს – ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს