მარტა კოსი – უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის – ეს სტრატეგიული იმპერატივია, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ

ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაცია საგანგაშოა: გუშინდელი ღამე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო,- ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა აძლიერებს სისასტიკეს, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
„უკრაინის გზა ევროკავშირისკენ შორეული მიზანი არ არის: ეს სტრატეგიული იმპერატივია. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, – აცხადებს მარტა კოსი.
შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ს ფედერაციის მიერ ზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.