საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა
საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოძრაობა შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე.
„ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი, მას მუდმივად სჭირდება დაცვა და განმტკიცება. უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე ხდება ორგანიზებული შეტევა, რათა კვლავ პროქსი-სახელმწიფოდ გვაქციონ და ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუნდაც ეს ჩვენი ფიზიკური განადგურების ხარჯზე მოხდეს. ამის ნათელი მაგალითი ა და აქ დიდხანს აღარ შევჩერდებით.
წლების განმავლობაში, ვერც თ, ვერც გარედან დაგეგმილი და დაფინანსებული რევოლუციური მცდელობებით, ვერც სანქციებით, ვერც შანტაჟითა და მუქარით მოახერხეს მიზნის მიღწევა. გვახსოვს, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა; გვახსოვს მსხვერპლზე საუბარი და არა მხოლოდ − ცეცხლმოკიდებული რუსთაველი ვიხილეთ კიდეც; გვახსოვს განცხადებები ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც საპროტესტო განწყობების გაზრდისთვის უნდა გამოყენებულიყო. ყოველდღიურად ვხედავთ თავდასხმებს დეპუტატებსა თუ სხვა პირებზე. ვნახეთ ახალ წელს, როგორ აგვარიდა ხელისუფლების გონივრულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი დაპირისპირება. სამწუხაროდ ანალოგიური განმეორდა 9 აპრილს, როდესაც კომკავშირის მდივნებმა და როდიონოვის იდეურმა მემკვიდრეებმა, 9 აპრილის მონაწილეები, ასევე რიგითი მოქალაქეები არ მიუშვეს მემორიალთან.
ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, ახლა უკვე 26 მაისს გეგმავენ მორიგ ეპიზოდს. საჯაროდ ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საკუთარი განცხადებებით, რეზოლუციებით და სხვა ქმედებებით მუდმივად თავს ესხმიან და არაფრად აგდებენ ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტის“ „ლიდერი“ იმყოფებოდა -ის საელჩოში, სადაც ხანგრძლივი აუდიენცია გამართა ელჩ დანიგანთან. აღარაფერს ვამბობთ ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, ასევე სხვა წევრი სახელმწიფოების ელჩების მხრიდან ძალადობის და აგრესიის მუდმივ წახალისებაზე.
გასაგებია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები არ აპირებენ უარი თქვან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევის გეგმაზე, ისინი ბოროტად სარგებლობენ ქართველი ხალხის მოთმინებით, ასევე ხელისუფლების რაციონალური მიდგომებით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველივე ეს მათში აჩენს დაუსჯელობის განცდას და 26 მაისს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელი მათი პატრონების უშუალო მონაწილეობით მორიგ სახიფათო პროვოკაციას გეგმავს.
მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, რაც თავის მხრივ, ამ დიდი მონაპოვრის დაცვა და ეროვნული ღირსების საკითხია.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე