კაია კალასი – ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება

წუხანდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიდრეკილია უკრაინისთვის მეტი ტანჯვის მიყენებისა და განადგურებისკენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ.
„ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას