საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში მასში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოს ეროვნული გუნდი 16 ნოემბერს შოტლანდიას უმასპინძლებს, 19-ში კი – სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.