ევროკავშირი სანქციების მე-18 პაკეტით გეგმავს, დააწესოს ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რაც რუსეთის შემოსავლებს €2.5 მილიარდით შეამცირებს

ევროკავშირი სანქციების მე-18 პაკეტით გეგმავს, დააწესოს ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რაც ს შემოსავლებს €2.5 მილიარდით შეამცირებს
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციების მე-18 პაკეტით გეგმავს, დააწესოს ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რაც რუსეთის შემოსავლებს €2.5 მილიარდით შეამცირებს და შეუზღუდავს წვდომას ტექნოლოგიებზე, რაც საჭიროა იარაღების საწარმოებლად.
სევე, Bloomberg-ის თანახმად, EU აპირებს, საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა SWIFT-იდან 20-ზე მეტი რუსული ბანკი გათიშოს.
დაგეგმილია 45 დოლარამდე დაიწიოს საფასო ჭერი რუსულ ნავთობზე და დაწესდეს აკრძალვები „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე.
ევროკომისია ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან კონსულტაციებს გადის.
სხვათა შორის, ევროკავშირმა რუსეთის 10 უმსხვილეს ბანკს სანქციები 2022 წლის მარტსა და ივნისში დაუწესა და SWIFT-იდან ჩახსნა. თუმცა, რუსეთში დღემდე რჩება 20-ზე მეტი ბანკი, რომელსაც შეზღუდვები არ შეხებია.
ცნობისთვის, რუსულ ნავთობზე საფასო ჭერი ამჟამად $60-ია – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ნავთობის ტრანსპორტირება და გაყიდვების მომსახურება, თუ ფასი ამ ლიმიტს აღემატება.