მედია: “ოცნების” პარლამენტის წევრი ილია ინჯია “საქართველოს ბანკის” მიერ, რუსებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს “არაქართულ საქმეს” უწოდებს

“ოცნების” პარლამენტის დეპუტატი ილია ინჯია “საქართველოს ბანკს” რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვების დაწესების გამო აკრიტიკებს და “არაქართულ საქმეს” უწოდებს.

“რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია “ბლექროკმა” შეიძინა “ს” აქციები, ხოლო გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან, ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა.

თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი “საქართველოს ბანკს”, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება “საქართველოს ბანკისგან” ამ ფაქტთან დაკავშირებით” – თქვა ინჯიამ.

“საქართველოს ბანკმა” ს მოქალაქეებს $300-ზე ძვირი ფუფუნების პროდუქტის შეძენა აუკრძალა.

წყარო