ანდრეი სიბიგა – როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი კიდევ უფრო მეტი დარტყმების, თავდასხმებისა და ბავშვების მკვლელობების ბრძანებას გასცემს

რთული კვირა დილა ში უძილო ღამის შემდეგ – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ს ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და თემებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ და დაიღუპნენ, მათ შორის სულ მცირე სამი ბავშვი.
„როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი კიდევ უფრო მეტი დარტყმების, თავდასხმებისა და ბავშვების მკვლელობების ბრძანებას გასცემს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სრული, უპირობო და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის. მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რომ მიიღოს ეს და დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები“, – წერს სიბიგა.