რუსებმა ბახმუტისა და პოკროვსკის რაიონები დაბომბეს | დაიღუპა 5 და დაიჭრა 2 პირი

დონესკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსებმა, დონეცკის ოლში, ბახმუტისა და პოკროვსკის რაიონები დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ორი მშვიდობანი მოქალაქე.
უწყების ცნობით, რუსებმა ასევე დაბომბეს სოფელ ტორეცკის ერთ-ერთი თემი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.